loader

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ღ.-მ შესაძლოა, საპატიმრო დატოვოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ღ.-მ შესაძლოა, საპატიმრო დატოვოს

სასამართლოს მოუწევს, არასრულწლოვან დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეუცვალოს. იქნება დღეს თუ შემდეგ პროცესებზე, ეს აუცილებლად მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სახელმწიფო ბრალდება 19 იანვრამდე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას ვერ მოასწრებს, რის გამოც არასრულწლოვანს საპყრობილის დატოვება მოუწევს, რადგან 6-თვიანი საპატიმრო ვადა ეწურება.

"რამდენიმე თვეა ვცდილობთ, დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, რადგან აღარ არის აუცილებელი, მის მიმართ პატიმრობა იყოს გამოყენებული, მაგრამ პროკურატურა შეგნებულად აჭიანურებს არასრულწლოვანი მოწმეების წარმოდგენას სასამართლოში, რომ იმ ექვსთვიან ვადაში არასრულწლოვანი საპატიმროში ამყოფოს, რაშიც მათ სასამართლოც ეხმარება. რადგან არასრულწლოვანი მოწმეები არიან დასაკითხნი, მას აღკვეთის ღონისძიებას არ უცვლიან".