loader

რა ელის საკუთარი გუნდისგან ეკა ბესელიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ელის საკუთარი გუნდისგან ეკა ბესელიას

რა ელის საკუთარი გუნდისგან ეკა ბესელიას - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვინმეს გარიცხვაზე ან რაიმე სანქციაზე საუბარი გუნდში ჯერ არ ჰქონიათ. მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ყველა საკითხს განიხილავენ.

წინა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბესელიას პარტიიდან გარიცხვა არ გამორიცხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც, დავით ჭიჭინაძის მსგავსად, პარტიიდან ბესელიაც გაირიცხოს. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს "ქართული ოცნების" გუნდის რღვევას.