X
რომელ იანვრამდე გახანგრძლივდა სკოლებში ზამთრის არდადეგები - დეტალებზე განათლების მინისტრი საუბრობს
17:14 / 09-01-2019
ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყება გადაიდო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება. გადაწყვეტილება სამინისტრომ მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. სააღმზრდელო პროცესი 18 იანვრამდე გადაიდო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებშიც. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არდადეგები გახანგრძლივდეს. სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებითაც მიმართავს. მათ შორისაა სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, სწავლის პროცესის აღდგენის შემდგომ საკლასო ოთახებისა და დერეფნების სველი წესით სისტემატურად დალაგება, ასევე, შესაბამისი ხსნარებით მერხების, სკამებისა და სასკოლო ინვენტარის გაწმენდა. სკოლებმა სადეზინფექციო სამუშაოები არდადეგების პერიოდშიც უნდა ჩაატარონ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
მომენტი, როცა ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს
რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება
როგორ გამოიყურება ახალი ჰუავეი Mate X, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ, იხილა დღის სინათლე