loader

ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობ რეზი ნასიძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობ რეზი ნასიძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობ რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. მსახიობი ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, სანამ ის გირაოს არ გადაიხდის. ინციდენტი წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნასიძე სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს, რომ პაციენტი ნარკოტიკს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა. განსხვავებულ ვერსიას ჰყვება მსახიობის ოჯახი. ნასიძის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი არა ნარკოტიკს, არამედ ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა. ის ინციდენტის პროვოცირებაში ექიმებს ადანაშაულებს.