loader

"ღორის გრიპის" ვირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა: 26 წლის ქალს რამდენიმე დღის წინ, საკეისრო კვეთა ჩაუტარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღორის გრიპის" ვირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა: 26 წლის ქალს რამდენიმე დღის წინ, საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი.

"სინჯი აღებული არ არის, როგორც ამბობენ, კლინიკურად იყო გრიპის ნიშნები, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ არის, რადგან სინჯი არ არის აღებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.