loader

რუსეთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

რუსეთში, საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ნანგრევებშია მოყოლილი.

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა ექვსი ადამიანი იყოს.

არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი წლის ბავშვი და მისი დედა ამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზის აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეცხრე სართულზე მოხდა. სახლის 140 ბინადარი ევაკუირებულია.

"სულ ნანგრევებიდან რვა დაშავებულია ამოყვანილი. ყველა ცოცხალია", - განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.