loader

კადრები ჯვრის მონასტრიდან, სადაც მონასტრის კარი ისევ დაკეტილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ჯვრის მონასტრიდან, სადაც მონასტრის კარი ისევ დაკეტილია

მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ აქ არავინ ივაჭროს. თუმცა, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მე ვერავის ავუკრძალავ ვაჭრობას, - ამის შესახებ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ მონასტრის ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კაპანაძემ განმარტა, გარემოვაჭრეები არ იმყოფებიან ავტომობილების სადგომზე და არავის უშლიან ხელს. ამასთან, მისი თქმით, მათთვის მერიამ სპეციალური დახლები დაამზადებინა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასულიერო პირებს არ სურთ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, მერია დღემდე ვერ ახერხებს ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო დახლების დადგმას. გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მას დღესაც ჰქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და იმედოვნებს, რომ მონასტერი მალე გაიხსნება.