loader

მელიქიშვილზე სროლას წინ ჩხუბი უძღვოდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს 6 ჭრილობა მიაყენეს - ვარაუდობენ, რომ მანქანის ჩაცხრილვა მარგველაშვილის სიძის სამეგობროს უკავშირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მელიქიშვილზე სროლას წინ ჩხუბი უძღვოდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს 6 ჭრილობა მიაყენეს - ვარაუდობენ, რომ მანქანის ჩაცხრილვა მარგველაშვილის სიძის სამეგობროს უკავშირდება

ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტში დაჭრილ პირს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუცხადეს, დაჭრილს იღლიის არეში ორი და ფეხის არეში ოთხი ჭრილობა აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, ჭრილობა ბასრი საგნით არის მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

დაჭრილი 35-წლამდე ასაკის გიორგი ადუაშვილია. სავარაუდოდ, ის სროლამდე მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები არ აღენიშნება. რაც შეეხება უშუალოდ მანქანის მისამართით განხორციელებულ გასროლებს, არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაჭრილა.

შეგახსენეთ, ტა­ტიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი ასე­ვე სხვა მოძ­რა­ვი ავ­ტო­მანქა­ნი­დან რამდენიმე საათის წინ გა­უხ­სნეს. სრო­ლის მი­უ­ხე­და­ვად და­ცხრი­ლუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა მოძ­რა­ო­ბა გა­ნაგ­რძო, ჩა­ვი­და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან და­პარ­კინ­გე­ბულ ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. ამის შემ­დეგ მან სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­ა­ტო­ვა და გა­იქ­ცა.

ასევე იხილეთ: მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - პირველი კადრები მონტაჟის გარეშე

რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც მელიქიშვილზე ავტომობილის ჩაცხრილვას შეესწრო

სათვალთვალო კამერის კადრები: როგორ დაგორდა ჩაცხრილული მანქანა ვერაზე მომხდარი სროლის შემდეგ