loader

"დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათიათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათიათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა" - კახა კალაძე

"დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათიათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა. გაზი, წყალი, ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არაა" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, კალაძის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, დაზიანებულ კორპუსში აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. კახა კალაძე სასტუმრო "ტეხასსა" და "შაინში" მივიდა, სადაც თბილისის მერიამ დაზარალებული ოჯახების ნაწილი დროებით დააბინავა.

თბილისის მერმა სასტუმროების მფლობელებს, რომელთაც დაზარალებულ თანამოქალაქეებს დროებითი საცხოვრებელი ნებაყოფლობით დაუთმეს, მადლობა გადაუხადა. ამ დროის მონაცემებით, დაზარალებული 87 ადამიანი ოთხ სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული.