loader

გამოჩნდნენ დაჯგუფებები, რომლებიც პირადად მაკავშირებენ აფეთქებასთან - კალაძე დიდი დიღმის ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამოჩნდნენ დაჯგუფებები, რომლებიც პირადად მაკავშირებენ აფეთქებასთან - კალაძე დიდი დიღმის ტრაგედიაზე

ქალაქის მერი ტრაგედიის შემდეგ მერიის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოჩნდნენ გარკვეული პირები, რომლებიც ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ. „სანამ ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, ურჩევნიათ, კანონმდებლობაში ჩაიხედონ ან ჩახედულ ადამიანებთან გაიარონ კონსულტაციები; ასევე, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას" - აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობებში შესვლა, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის შესული. მისივე თქმით, აღნიშნული "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა და მათ ამოიღეს კანონმდებლობიდან ის რეგულაციები, რომლებიც ქაოტურ განაშენიანებას შეუშლიდა ხელს. თბილისის მერი ასევე აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე მოსვლისთანავე დაიწყეს ცვლილებების განხორციელება.