loader

რამდენი მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს ბანკებმა გასულ წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს ბანკებმა გასულ წელს

2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 165 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი. მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 34 მილიონ 500 ათასი ლარით შემცირდა. კერძოდ, 2017 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 199 მილიონ 700 ათასი ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 27 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 35 მილიონ 800 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ნოემბერში 12 მილიონ 100 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 12 მილიონი ლარი იყო.