loader

რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ხალხი აირწინაღებით გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ხალხი აირწინაღებით გამოვიდა

"შეწყდეს ქიმიური შეტევა ბათუმზე" - კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტული აქციები იწყება. მოქალაქეები ტერმინალის მშენებლბას აპროტესტებენ და შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ. ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაიხარჯება. პროექტი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შექმნას ითვალისიწინებს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე აჟიოტაჟი ხელოვნურადაა შექმნილი. მათივე თქმით, ტერმინალი უსაფრთხო იქნება და გარემოს ზიანს არ მიაყენებს.