loader

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს - დედას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს - დედას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა

გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის ბავ­შვის დედა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.  "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლომ მიმ­დი­ნა­რე წლის 22 იან­ვარს, თბი­ლის­ში 2014 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.
გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია არას­რულ­წლოვ­ნის დედა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 381-ე პრი­მა მუხ­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ან დამ­ცა­ვი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.
ამ შემ­თხვე­ვამ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მი­მართ ოჯახ­ში შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ერთხელ, 6 იან­ვარს შე­ვი­და. ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე, სსკ-ის 126-ე პრი­მა მე-2 მუხ­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ოჯახ­ში მი­სულ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­კა­ვეს მცი­რე­წლო­ვა­ნის დედა ლ. ქ.
თა­ვად მცი­რე­წლო­ვა­ნი კი პო­ლი­ცი­ამ სა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს.
საქ­მე­ზე გა­მო­ი­კი­თხა ბრალ­დე­ბუ­ლი და არა­ერ­თი მოწ­მე, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. გა­მო­კი­თხულ­მა მოწ­მე­ებ­მა უარ­ყვეს ბავ­შვის მი­მართ დე­დის მხრი­დან რა­ი­მე ფორ­მით ძა­ლა­დო­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მისი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ქცე­ვით.
ბრა­ლის წარ­დგე­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მის მი­მართ პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ი­წე­რა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით დე­დას ეკ­რძა­ლე­ბო­და არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი.
22 იან­ვარს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ ლ.ქ. ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის პო­ლი­ცი­ამ სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ პა­რა­ლე­ლუ­რად და­წყე­ბუ­ლია შეს­წავ­ლა და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა, რო­მე­ლიც და­ად­გენს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თუ არა ეფექ­ტი­ა­ნად შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის მო­ნი­ტო­რინ­გი.
მცი­რე­წლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით, ტარ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა" -აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.