loader

კალაძის მორიგი შეზღუდვა "მარშრუტკებს" - იზრდება ქუჩების რაოდენობა, სადაც მათ სხვადასხვა ადგილას გაჩერება აეკრძალებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძის მორიგი შეზღუდვა "მარშრუტკებს" - იზრდება ქუჩების რაოდენობა, სადაც მათ სხვადასხვა ადგილას გაჩერება აეკრძალებათ

მერია დაიწყებს მუშაობას დამატებითი ქუჩების შერჩევაზე, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ. შესაბამისი დავალება თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეს, მაია ბითაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მისცა.

"მინდა ასევე შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მიკროავტობუსებს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი და შევარჩიეთ 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ეკრძალებათ გაჩერება სხვადასხვა ადგილას, მოსაცდელების გარდა. ეს ყველაფერი გაკეთდა მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით. მიხარია, რომ ამ საპილოტე პროექტმა ძალიან გაამართლა და კარგად იმუშავა. ამიტომ მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ დაიწყოს მუშაობა დამატებითი ქუჩების განსაზღვრაზე, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. ამავდროულად, მამუკა მუმლაძეს მინდა დავავალო, რომ სანამ ეს პროცესი განხორციელდება და ქუჩების შერჩევა მოხდება, დაიწყოს ინფრასტრუქტურის მხრივ მომზადება და დამატებითი მოსაცდელების მოწყობა", - განაცხადა კალაძემ.