loader

პირველი კომენტარი ოჯახიდან, სადაც 4 წლის გარდაცვლილი გოგონა მინდობით იზრდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კომენტარი ოჯახიდან, სადაც 4 წლის გარდაცვლილი გოგონა მინდობით იზრდებოდა

ოჯახი, სადაც 4 წლის გარდაცვლილი გოგონა მინდობით იზრდებოდა პირველ კომენტარს  აკეთებს. დროებითი აღმზრდელები არ ეთანხმებიან ვერსიას, რომ გოგონა აგრესიული იყო და ხშირად ტიროდა. ოჯახი ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში ბავშვთან მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში მოათავსეს.

მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, ინფორმირებული იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.

გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დაკავებული დედა გვიან ღამით წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მშობელი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალი შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით არის დაკავებული.

ასევე იხილეთ: ვრცელდება 4 წლის გოგონას გარდაცვალებამდე გადაღებული ფოტო, რომელშიც მას დაზიანებები აღენიშნება