loader

პირველი კადრები ხაშურიდან, სადაც რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა - მატარებლების მოძრაობა ერთი საათით შეფერხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ხაშურიდან, სადაც რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა - მატარებლების მოძრაობა ერთი საათით შეფერხდა

ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ „პალიტრავიდეოს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.

„დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
ვიდეოს და ფოტოებს გვერდი "ხაშური ჩემი ქალაქია" ავრცელებს.