loader

ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს - შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს - შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა

თავდასხმა "რუსთავი2"-ის ჟურნალისტზე - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე იპოვეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ჟურნალისტი ამბობს რომ მომხდარს ვერაფერს უკავშირებს.

თავად ტელეკომპანია კი განმარტავს, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა.

სწორედ, დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს. ჟურნალისტის სახლზე სროლის ფაქტს გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორიც.