loader

გაქურდული ავტომობილები და მოპარული 41 აკუმულატორი - სამართალდამცველებმა თბილისში 3 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაქურდული ავტომობილები და მოპარული 41 აკუმულატორი - სამართალდამცველებმა თბილისში 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ავტომობილების გაქურდვისთვის 3 პირი დააკავეს. დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ქ.-მ თბილისის სხვადასხვა უბანში და ვაზიანში ავტოსადგომებზე, ქუჩებში და გზისპირას გაჩერებული სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. რაც შეეხება ა.ყ.-ს და გ.ლ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მათ მიმდინარე წლის 22 იანვარს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, 2 მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანები გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულიდან უმოკლეს დროში თბილისში დააკავეს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში თბილისში, ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სულ დაკავებულია 11 პირი, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი.