loader

დაიჭირეს 6 პირი, რომლებიც თბილისში "ატმიჩკებით" სახლების გატეხვას ცდილობდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიჭირეს 6 პირი, რომლებიც თბილისში "ატმიჩკებით" სახლების გატეხვას ცდილობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1975 წელს დაბადებულმა დ.მ.-მ თბილისში, დიდი დიღომში, ერთმანეთის მეზობლად მდებარე, ორი მოქალაქის საცხოვრებელი ბინების გაქურდვა სცადეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები - ე.წ. ატმიჩკები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

აღნიშნული ფაქტების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში თბილისში, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოზე და ვარკეთილში ბინები, დიღმის სანერგე მეურნეობაში კი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტები გახსნა.
ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში სულ დაკავებულია 6 პირი.