loader

კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება

კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ჟურნალისტებს თბილისის მერიაში განუცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, ძველ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათიან პაკეტს შესთავაზებენ.

"სამომავლოდ ეს ყველასთვის ყოვლად სავალდებულო უნდა გახდეს, რადგან მოსახლე, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ფიქრობს, საფრთხეს უქმნის ყველა მეზობელს.

ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა ფორმით მოხდება ხარჯების განაწილება, თუმცა, მზად ვართ, გარკვეულ შეღავათიან პაკეტზე წავიდეთ" - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ პაკეტი პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.