loader

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს - განცხადებას პრეზიდენტი ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს - განცხადებას პრეზიდენტი ავრცელებს

"პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს" - ამ განცხადებას პრეზიდენტი ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს ეხმაურება. პრეზიდენტი სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავს და საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ, არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.