loader

"წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს" - საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს" - საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. "უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს" - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მთავარია მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას.
"უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან, არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმებისგან, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში, მთქმელს აყენებს ჩრდილს. ჩვენი მცდელობა, ლოცვით თუ საქმით, ერთობისთვის უნდა იყოს მიმართული და ამიტომაც მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, იყოთ კორექტულნი როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.