loader

ფიზიკური ძალადობა უდედმამოდ დარჩენილ 8 წლის ბავშვზე - დაკავებულია 26 წლის მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიზიკური ძალადობა უდედმამოდ დარჩენილ 8 წლის ბავშვზე - დაკავებულია 26 წლის მამაკაცი

ფიზიკური ძალადობა ბავშვზე - 26 წლის მამაკაცმა თავისივე სახლში მცხოვრებ ცოლის დისშვილს, უდედმამოდ დარჩენილ 8 წლის ბავშვს, პატარა დის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი გორში მოხდა. პოლიციამ ბრალდებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა. მას 3 წლამდე პატიმრობა ელის. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და მისი და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის ან ფაქტის შემთხვევაში, მოქალაქეებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ განყოფილებას წერილობით უნდა მიმართონ ან დარეკონ ცხელ ხაზზე.