loader

მამაკაცი, რომელმაც ველოსიპედი მოიპარა, ავარიაში მოყვა და შემდეგ სასწრაფოს ეკიპაჟს გამოეპარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი, რომელმაც ველოსიპედი მოიპარა, ავარიაში მოყვა და შემდეგ სასწრაფოს ეკიპაჟს გამოეპარა

რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 38 წლის მამაკაცს დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ველოსიპედის მეპატრონის თქმით, მას მეზობელმა ველოსიპედი მოპარა და შემდეგ ავარიაში მოყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან გაიქცა.


წყარო: inforustavi.ge