loader

თბილისში 30 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში 30 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით, 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში "ღორის გრიპის" ვირუსით გამოწვეული გართულებებით მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

როგორც "პალიტრანიუსს" დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, უწყებას ინფორმაცია "ღორის გრიპით" გარდაცვალების ახალი შემთხვევის შესახებ, რაც ლაბორატორიულად უნდა იყოს დადასტურებული, არ აქვს.