loader

"ხელი გამიშვი, რომ გეუბნები... მომკლან..." - ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაყვანას აპროტესტებს და პროკურორთან შეხვედრას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი გამიშვი, რომ გეუბნები... მომკლან..." - ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაყვანას აპროტესტებს და პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მისი ეზოდან გაყვანას რამდენიმე სამართალდამცველი ცდილობდა.

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებით გაყვანამ გააღიზიანა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა სარალიძეს გატეხილი აქვს თავი. ამჟამად პროკურატურასთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.

ზაზა სარალიძესთან ერთად ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილს. რაც შეეხება ნესტან ლონდარიძესა და ალეკო ცქიტიშვილს, ისინი პროტესტის ნიშნად კვლავ პროკურატურის ეზოში რჩებიან.