loader

30 წლის კაცი, რომლის სიკვდილმაც 140-მილიონიანი ქონება სრულიად ხელმიუწვდომელი გახადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

30 წლის კაცი, რომლის სიკვდილმაც 140-მილიონიანი ქონება სრულიად ხელმიუწვდომელი გახადა

ციფრული ვალუტების უდიდესი კანადური გამცვლელი პლატფორმის, „კვადრიგას“ მფლობელის მოულოდნელი გარდაცვალების გამო პლატფორმაზე არსებული მილიონობით დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტა მიუწვდომელი გახდა. 30 წლის ჯერალდ კოტენი დეკემბერში გარდაიცვალა. ის ერთადერთი პირი იყო, ვისაც პლატფორმაზე არსებულ ციფრული ვალუტების რეზერვებზე მიუწვდებოდა ხელი. მათი ღირებულება 180 მილიონ კანადურ დოლარს აღწევს, რაც დაახლოებით 137 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა.

„კვადრიგას“ ინფორმაციით, მათ პლატფორმაზე, დაახლოებით, 115 ათასი მომხმარებელი ფლობს ციფრული ვალუტის ანგარიშს. მათი ჯამური ღირებულება 250 მილიონ კანადურ დოლარს აღწევს. თუმცა ამ ვალუტების დიდი ნაწილი ეგრეთ წოდებულ „ცივ საფულეში“, ან „ცივ საცავში“ არის გადატანილი, რომელიც ქსელში არაა განლაგებული, რათა დაცული იყოს ჰაკერული შეტევისგან. კომპანია კვლავაც ცდილობს „ცივ საცავში“ შენახული ციფრული ვალუტების გამოტანას.