X
გიორგი გახარია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა
11:34 / 10-02-2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქობულეთის და ბათუმის პოლიციის განყოფილებები მოინახულა და თანამშრომლებთან ერთად სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კრიმინალურ პოლიციაში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნის მნიშვნელობაზე, ასევე გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური ახალი ბალისტიკური სკანერით, დოკუმენტებისა და ხელნაწერების ექსპერტიზისათვის განკუთვნილი სპეციალური მიკროსკოპით აღიჭურვა. ახალი ტექნიკური შესაძლებლობები ხელს შეუწყობს საგამოძიებო პროცესის სწრაფ და ეფექტიან წარმოებას. შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრები პირველ მოადგილესთან კახა საბანაძესთან და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კოტე ანანიაშვილთან ერთად გამართა
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი,  მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?