loader

კადრები ბათუმიდან, სადაც საცხოვრებელი სახლი იწვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბათუმიდან, სადაც საცხოვრებელი სახლი იწვის

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ბინა დაიწვა, ხოლო რამდენიმე ბინის სახურავი და კომერციული ფართი დაზიანდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს.

მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, იგი მეპატრონეს გაქირავებული ჰქონდა.

ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ განაცხადა, დაზარალებული ოჯახების შესწავლა მოხდება და საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარება გაეწევათ.

ხანძრის გამო ჭავჭავაძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

ვიდეო ფეისბუკზე გავრცელდა