loader

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრულ დაწესებულებაში ბრალი წარუდგინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრულ დაწესებულებაში ბრალი წარუდგინეს

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრულ დაწესებულებაში ბრალი წარუდგინეს. ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. სამედიცინო დაწესებულებაში ბრალის წარდგენა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა. ექიმების განცხადებთ, მკვლელობაში ბრალდებული პაციენტი მთელი დღის განმავლობაში მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მასთან კომუნიკაცია მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ბრალის წარდგენის პროცესს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატიც ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.