loader

ხილიანზე კერძო სახლი იწვის - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხილიანზე კერძო სახლი იწვის - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

ხილიანზე კერძო საცხოვრებელი სახლი იწვის. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა. როგორც „პალიტრავიდეოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა მობილიზებული და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

უწყება ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც „პალიტრავიდეოს“ ჟურნალისტი ადგილდან იტყობინება, ხანძარი მჭიდროდ დასახლებულ ადგილზეა, რის გამოც მიმდებარე სახლები მოსახლეობამ უსაფრთხოების მიზნით უკვე დატოვა.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: "ჯერ დედა მოკლა ცემით და მერე სახლი დაწვა" - რას ჰყვებიან მეზობლები ხილიანზე გაჩენილ ხანძარზე