loader

ავარია ბახტრიონზე - ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ბახტრიონზე - ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა

ბახტრიონის ქუჩაზე #42 მუნიციპალური ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანმა მგზავრმა მცირე დაზიანებები მიიღო და მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

როგორც „პალიტრავიდეოს“ ავტობუსის მძღოლმა განუცხადა, მიკროავტობუსი გზაზე იყო გაჩერებული და აწეული ჰქონდა საბარგულის კარი, რომელიც დროულად ვერ შეამჩნია, ხოლო დანახვისას მანევრირება ვერ მოასწრო, რამაც შეჯახება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარის გამო დროებით შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.

ავტორი: ნიკა საჯაია