loader

რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები

2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შედგა. სწორედ 16 დეკემბერს, მომენტალურად შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და მისი წასვლით ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია მმართველის გარეშე დარჩა.

Palitravideo.ge დაინტერესდა, რა უჯდება სახელმწიფოს ავლაბრის რეზიდენციის შენახვა. ჩვენ 2018 წლის 16 დეკემბრიდან დღემდე პერიოდით დავინტერესდით. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ დროის განმავლობაში სასახლის ადმინისტრაციულმა ხარჯებმა ჯამში 204, 671 ლარი შეადგინა.

უფრო დეტალურად:
დაცვის, დამლაგებელთა და ტექნიკურ პერსონალთა შრომის ანაზღაურებისთვის 67 950 ლარი დაუჯდა;
კომუნალური ხარჯები (დენი, ბუნებრივი აირი, წყალი და დასუფთავება) - 136, 413 ლარი;
სამეურნეო საქონელი კი, 308 ლარი დაჯდა.