loader

რა ხდება ამ წუთებში ილიაუნში - სტუდენტები რექტორის კაბინეტთან შეიკრიბნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ილიაუნში - სტუდენტები რექტორის კაბინეტთან შეიკრიბნენ

ილიას ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილმა უნივერსიტეტის F კორპუსში გადაინაცვლა. ისინი შეკრებილი არიან უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას კაბინეტთან და მოითხოვენ, რომ უახლოეს ერთ საათში ზედანია მათ შეხვდეს და წარუდგინოს პრობლემის გადაჭრის გზები. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები ზედანიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებენ.

სტუდენტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია - აღადგინონ ბიზნესსკოლის რექტორის პოსტზე გიორგი ქადაგიძე, ხოლო ილიაუნის ბიზნესსკოლას დაუბრუნდეს პირვანდელი სახელი. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ავტორი: ნიკა საჯაია