loader

თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - "მინდა გამცნოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - "მინდა გამცნოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება"

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას.

„მინდა გამცნოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. ის პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იყო დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები: ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად“, - განაცხადა კალაძემ.