loader

შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტზე 4 პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტზე 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ლ.ც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1994 წელს დაბადებული ი.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.მ. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია ასევე 1984 წელს დაბადებული ვ.მ. დაკავებულმა თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით, 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა. პოლიციამ, ვ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, სიგარეტები, დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.