loader

ცხოველების მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობისთვის სასჯელის ზომები მკაცრდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხოველების მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობისთვის სასჯელის ზომები მკაცრდება

პარლამენტს 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები მკაცრდება. დაგეგმილი ცვლილებებით, ცხოველისა და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ ტანჯვას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

ამასთან, კოდექსს ემატება მშობლის პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი პირის მიერ ჩადენილი ამ ქმედებისათვის - ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვნის მშობელი ან მისი შემცვლელი შესაძლოა 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდეს.

რაც შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, ცხოველის მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება და ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.