loader

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალი - მოკლულ მამაკაცს სახეში ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალი - მოკლულ მამაკაცს სახეში ესროლეს

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მოკლულ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლისაა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება გარდაცვლილ ზ.ჯ.-ს, არსებული ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევია. ადგილობრივების განცხადებით, ისინი ზ.ჯ.-ს არ იცნობდენ.

ასევე იხილეთ: ვინ იყო ვერცხლის ქუჩაზე საკონტროლო გასროლით მოკლული 50 წლის მამაკაცი

სროლა თბილისში: მოკლულია 40 წლის მამაკაცი - კადრები შემთხვევის ადგილიდან