loader

"თი-ბი-სი ბანკი" ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თი-ბი-სი ბანკი" ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის

"თი-ბი-სი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ "თი-ბი-სი ბანკის" განცხადებაში.

ამასთან, "თი-ბი-სი ბანკი", ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. "თი-ბი-სი ბანკის" კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, "თი-ბი-სი" PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ" - ნათქვამია "თი-ბი-სი ბანკის" განცხადებაში.