loader

პარლამენტში ბესელიასა და მისი მომხრეების კანონპროექტი ჩავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტში ბესელიასა და მისი მომხრეების კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა. შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

ასევე იხილეთ: ეკა ბესელიას ძალიან ემოციური და მწვავე გამოსვლა კობახიძის მისამართით - დეპუტატს მღელვარებისგან ხმა უკანკალებდა

ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პარლამენტში მისი კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ

"გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ თავს უფლებას აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ" - ეკა ბესელიას მკაცრი კომენტარი ირაკლი კობახიძეზე

ეკა ბესელიას მიმიკები, როცა ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოდიოდა