loader

დაიჭირეს თუ არა საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი იაპონიაში - ცირეკიძე მედიასთან მცირე კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიჭირეს თუ არა საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი იაპონიაში - ცირეკიძე მედიასთან მცირე კომენტარს აკეთებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში დააკავეს.

იაპონიაში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის ცნობილი სპორტსმენი. "იაპონიაში, საქართველოს საელჩოში ქ. ოსაკის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საელჩო კომუნიკაციაში იმყოფება როგორც აღნიშნულ საქართველოს მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებენ სამინისტროში.