loader

"შარდენზე უცხოელს 15-მდე ბოშა თავს დაესხა... გავიგე განწირული ხმა, რომ საფულე მოიპარეს" - თვითმხილველი ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შარდენზე უცხოელს 15-მდე ბოშა თავს დაესხა... გავიგე განწირული ხმა, რომ საფულე მოიპარეს" - თვითმხილველი ვიდეოს აქვეყნებს

თვითმხილველი ნინო ხაჩიძის მიერ "ფეისბუკზე" გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 15-მდე ბოშა, რომლებიც ტურისტულ ქუჩებზე მოწყალების სათხოვნელად იყვნენ გამოსულები, ფილიპინელ ტურისტს თავს დაესხნენ.
თვითმხილველი, რომელმაც ამის შესახებ სტატუსი და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დაზარალებული ტურისტის გიდია. მან "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ვიდეო პოსტ ფაქტუმ არის გადაღებული, როდესაც ბოშებისგან საფულის დაბრუნებას ცდილობდნენ.

ნინო ხაჩიძე "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ ვრცელ სტატუსში სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

"რამოდენიმე დღის წინ შარდენზე, "თამადასთან" ვსეირნობდი ფილიპინელებთან ერთად, სადაც ჩემი ნაცნობი გიდი ატარებდა ტურს რუსებთან და პარალელურად დავინახეთ, რომ ჩვენსკენ მოდიოდა ციგნების ძალიან დიდი ჯგუფი. გიდის პირველი რეაქცია რაც იყო, რომ გადმომხედა, მკითხა, სად გავაქციოთ ეხლა ესენიო? (რადგან მის ერთ-ერთ ტურისტს 7 თვის ბავშვი ჰყავდა) ამ დროს ჩემი ერთ-ერთი ფილიპინელი ცალკე იღებს სელფს, რომელსაც თავს დაესხა დაახლოებით 15-მდე ციგანი. დანარჩენები დავტოვე და გავაფრთხილე, რომ საფულეები შეენახათ და მორიდებოდნენ, მე კი გავიქეცი დასახმარებლად..

მიუხედავად ჩემი ყვირილისა, რომ პატრულში დავრეკავდი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილიპინელი ჩანთის ქნევით იგერიებდა, ვერაფრით ვერ მოვიშორეთ, მანამ, სანამ უკნიდან არ გავიგე დანარჩენების განწირული ხმა, რომ საფულე მოიპარეს... აქ არ იყო ფულზე საუბარი, აქ იყო 4 პასპორტზე საუბარი, რომლებიც საფულეში იდო... დაიწყო ჭიდაობა, ჩხუბი, ხვეწნა, რომ წაეღოთ ფული, ოღონდაც საბუთები დაეტოვებინათ. ჩაერთო გიდიც ტურისტებით და მოკლედ, საფულე დავიბრუნეთ.. მაგრამ მაინტერესებს, მაშინ, როდესაც პოლიციას არ აქვს არანაირი ბერკეტი, არ აქვს არანაირი ძალა და დაუცველები ვართ როგორც მოქალაქეები, ასევე ტურისტები. მაშინ როდესაც ტურისტებს ეშინიათ უკვე და გიდები ციგნების დანახვაზე ვერ ხვდებიან, საით გაიქცნენ, სად არის ან შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.  ან რატომ არის ხალხი ჩუმად მაშინ, როდესაც ყოველდღე მინიმუმ 2 ტურისტი იქურდება და იცემება.. რატომ არ ისჯება ამ დროს ჯგუფური თავდასხმა? და მაპატიეთ ჩემი უცოდინრობა სამართალში, მაგრამ რამდენადაც ვიცი, აქ მარტო ჯგუფური თავდასხმა არ არის და არის რამოდენიმე მუხლი..", - ნათქვამია სტატუსში.