loader

"ქართული ოცნებიდან" ახლახან გარიცხული დეპუტატების სია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნებიდან" ახლახან გარიცხული დეპუტატების სია

არაოფიციალური ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ არაოფიციალურად მიაწოდეს.

არსებული ცნობით, გარიცხულებს შორისაა დეპუტატი ოთარ ჩრდილელი. დაუზუსტებელი ცნობით, ჩრდილელის გარდა, გარიცხულებს შორისაა კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა.

ინფორმაციასთან დაკავშირებით პარტიაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა გაკეთდება თუ არა კომენტარები, ამ ეტაპზე უცნობია.