loader

ხანძარი გაგარინის მოედანზე: დაღუპულია ერთი ქალი - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი გაგარინის მოედანზე: დაღუპულია ერთი ქალი - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

ბილისში, გაგარინის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარი ხანძრის შედეგად 52 წლის ქალი დაიღუპა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ირანის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

„ხანძარმა კორპუსში დიდი დაკვამილანება გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა და პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები კორპუსიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. კორპუსში ნაპოვნია 52 წლის ქალის ცხედარი, რომელიც ირანის მოქალაქეა“, - განმარტეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ქმედებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.