loader

თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ - რა დახვდათ "ყაზტრანსგაზის" სპეციალისტებს ბინებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ - რა დახვდათ "ყაზტრანსგაზის" სპეციალისტებს ბინებში

"გასულ კვირაში CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კლავს!" - ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, სამგორის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გადაღებულია კადრები, სადაც ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს მოიხმარდნენ. კადრებში ჩანს საკვამლე მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული. ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ CO-ს ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს. შემოწმებისას "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი, დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.
როგორც „ინტერპრესნიუსს“„ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, ბინის მეპატრონეების დაუდევრობით, გასულ კვირაში თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღია კამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი გაფრთხილებთ სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები, რომლებიც ძალიან საშიშია და კლავს. ჩაანაცვლეთ ისინი დახურულ კამერიანი გაზდანადგარებით. CO ბუნებრივ გაზზე საშიშია, CO კლავს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.