loader

სანამ სუბელიანის პროცესი გაიმართება: რა გვახსოვს ყოფილ მაღალჩინოსანზე, ხორავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანამ სუბელიანის პროცესი გაიმართება: რა გვახსოვს ყოფილ მაღალჩინოსანზე, ხორავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგებიან. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი მოსამართლემ შესაძლოა, დღევანდელ პროცესზევე გამოაცხადოს.

გასულ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთი, პროკურორ მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება ჰქონდა სადავო, თუმცა, აღნიშნული მოწმის ჩვენებაც უდავოდ ცნეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.