loader

ავტომობილებისადმი სიყვარულის კლება შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკის ვარდნის ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილებისადმი სიყვარულის კლება შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკის ვარდნის ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს

"მსოფლიოს სიყვარული ავტომობილებისადმი მუდმივად იკლებს, ეს კი შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს", - ასე ფიქრობენ HSBC-ის ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსებმა შეადგინეს გრაფიკა, სადაც ერთმანეთს ამერიკის ბაზარზე ახალი ავტომობილების რეგისტრაციისა და საცალო გაყიდვების მონაცემები შეადარეს.

"აშშ-ის ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ავტომობილებზე მოთხოვნა იკლებს. ადამიანებმა დაიწყეს არჩევანის გაკეთება ეკოლოგიური მიმართულებით და სულ უფრო ხშირად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს" , - აცხადებენ ეკონომისტები ჯანეტ ჰენრი და ჯეიმს პომპეი.

"მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ადამიანები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ ერთიანი მგზავრობის სისტემით, რომელსაც მაგალითად სთავაზობს კლიენტებს Uber" - დასძენენ ექსპერტები.