loader

პარლამენტში კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტში კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, "თი-ბი-სი ბანკის" საკითხთან და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა.
პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ხანგრძლივი და ხმამაღალი დისკუსიის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანამდე ხმამაღალი დებატების ფონზე მიმდინარეობდა სხდომის დახურვის საკითხის განხილვა. უფრო კონკრეტულად, როგორც რომან კაკულიამ განმარტა, ის იზიარებს პოზიციას, რომ "თი-ბი-სი ბანკთან" დაკავშირებული საკითხის საჯაროდ განხილვა შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაზეც საჯაროდ განხილვა მიზანშეწონილი არ იქნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არც მამუკა ხაზარაძეს, არც ბადრი ჯაფარიძეს სხდომის მსვლელობისას არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ.