loader

ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს - ბრალდებულები რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენ სამაგრებს იპარავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს - ბრალდებულები რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენ სამაგრებს იპარავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1997 წელს დაბადებული მ.ა. და 1994 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

მათ ბრალი ქურდობის მცდელობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდის ლითონის საყრდენ სამაგრებს ლითონის მჭრელების საშუალებით ჭრიდნენ და იპარავდნენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა დ.ა.-მ დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.