loader

იანვარ-თებერვალში, ტექინსპექტირებაზე გასული ავტომობილების 61% დახარვეზდა - ნახეთ სრული მონაცემები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იანვარ-თებერვალში, ტექინსპექტირებაზე გასული ავტომობილების 61% დახარვეზდა - ნახეთ სრული მონაცემები

2019 წლის 25 თებერვლისთვის პირველადი ტექინსპექტირება სულ 109 ათას 416-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 61%, ანუ 66 ათას 401 ავტოსატრანსპორტო საშუალება დახარვეზდა, ხოლო 43 ათას 15, ანუ საერთო რაოდენობის 39% ვარგისი იყო.
„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის განცხადებით, შემოწმების შედეგად ყოველი მეორე ავტომობილი ხარვეზდება, რისი ძირითადი მიზეზიც ისაა, რომ მეპატრონეებს ავტომობილები შესამოწმებლად მოუმზადებელ მდგომარეობაში მიჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან გახდა სავალდებულო, თუმცა აღნიშნული რეფორმა 2018 წლიდან ეტაპობრივად ხორციელდებოდა.